ჩინეთის მაღაროში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა, ოფიციალური ინფორმაციით, 37 ადამიანი დაიღუპა.
მაშველებმა დაკარგული 5 მაღაროელის ცხედარიც აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პროვინცია ჰენანის ქალაქ იუნჯოუში ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შიგ 276 ადამიანი მუშაობდა. 239 მაღაროელმა მიწის ზედაპირზე ამოსვლა და გადრჩენა მოახერხა.
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ცნობისათვის, ჩინეთს მაღაროებში მომხდარი აფეთქებების მიხედვით ცუდი სტატისტიკა აქვს. ჩინეთში ყოველ წელს ასობით მაღაროელი იღუპება. ამის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ წელლს 1,355 პატარა მაღარო დახურა.