22-23 ოქტომბერს თელავში, ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" გაიმართება.
პროექტი, თელავის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის სემინარების მოწყობას ითვალისწინებს.
სემინარს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "ინტერნიუსი-საქართველო" ახორციელებს.