ახლა რაც ხება, ეს არის ჩვეულებრივ, თავიდან ბოლომდე, ბიძინა ივანიშვილის თამაში. ბიძინა ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016-ში 2018-ში და ცდილობს ახლაც, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, რომელმაც "ძალა ერთობაშია" დატოვა და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
"ფაქტია, გადავიდა [გიორგი ვაშაძე] ბნელ მხარეს. არასწორ მხარეს. არის ბნელი და არის ნათელი. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაიყვანა, ვინ გადაიყვანა", - თქვა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ "მასზე დიდი დრო დავხარჯო".
მისივე თქმით, იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშაძე "ბნელ მხარეს გადავიდა" აძლევს: "იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია".
"ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ოცნება ყველაზე მეტი, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს, ვერ ითამაშებს ვერც ეს და ვერც ვერავინ, იმიტომ, მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლონას, ხელახლა აშენებას", - თქვა სააკაშილმა.