"ქართულმა მარშმა" თბილისში, ფონდ "ღია საზოგადოების" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და "სოროსის ფონდის საქართველოდან გასვლა" მოითხოვა.
ქართული მარში ითხოვს "ბოროტების ბუდე მოიშალოს".
"თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, ისევე დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები", - თქვა ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას.
"ეს არის ბოლო გაფრთხილება, მეტი გაფრთხილება აღარ იქნება. თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, გამოვალთ ქუჩაში, გამოვალთ ბევრად მეტი ადამიანი, და თუ სახელმწიფო არ აღასრულებს ხალხის ნებას, მაშინ ხალხი თავად იღებს ვალდებულებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება და მაშინ მშვიდობიანად აღარ დავიშლებით", - იმუქრება სანდრო ბრეგაძე.
ქართული მარში, რომელმაც პარტიის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სანდრო ბრეგაძე არ გამორიცხავს თემატურად თანამშრომლობას სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის ქართულ ოცნებასთანაც.