უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა - ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.
ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აღდგენითი სამუშაობი წყლის დონის დაკლების შედეგად დაიწყება.