რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. დატბორილია მოსახლეობის სახნავ-სათესი ნაკვეთები, რამდენიმე სოფელი, დაახლოებით 2 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის მდინარის დონემ იკლო, თუმცა ვითარება საკმაოდ კრიტიკულია. ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი არის მოწყვეტილი გარესამყაროს, 10-მდე ხიდი არის სრულად განადგურებული, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი კი ჩანგრეულია.
სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ. სტიქიის შედეგებთან ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.