ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ინციდენტი მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პაციენტმა ექიმები უყურადღებობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებსა და ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. პაციენტის ოჯახი ამ დროისთვის მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.