ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე პანდემიის პირობებში დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმის დაცვით აგრძელებს მუშაობას.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ამ რთულ პირობებში იჩენენ.
ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კი მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირებთან, რათა პირველი წყაროდან მივიღოთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ და რომლის მოგვარებაშიც ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ. პრობლემების იდენტიფიკაციის შემდეგ ვახდენთ ჩვენი რესურსების მობილიზებას და მათ მაქსიმალურ გამოყენებას მუნიციპალიტეტის თითოეული მოსახლის მიმართ", - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დღეიდან აგრარულ ბაზრებში კონტროლი გამკაცრდა.