საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრის ორტეფეს განცხადებით, "ალ-ქაიდა" ევროპაში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავს. ფრანგი მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ ტერორისტების ნომერ 1-ლი სამიზნე საფრანგეთი იქნება. ამის შესახებ ორტეფემ რადიო " RTL " -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, საფრანგეთის სადაზვერვო სტრუქტურებმა საუდის არაბეთის შესაბამისი სამსახურებიდან მიიღეს გაფრთხილების მესიჯი, რომლის მიხედვითაც, არაბეთის ნახევრკუნძულზე მოქმედი "ალ-ქაიდას" დაჯგუფებები ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან.
"საფრთხე რეალურია და ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვამრთებს", - განაცხადა საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ გაუსლ წლებში ფრანგმა სამართალდამცველებმა 2 ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა აღკვეთეს და ტერორიზმის ბრალდებით 61 ადამიანი დააკავეს. გასულ კვირას საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით 12 ადამიანი აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის საფრთხის შესახებ ევროპაში საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყეს. აშშ-ს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ტერორიზმის საფრთხის არსებობის გამო ევროპაში გამგზავრებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. მსგავსი მოწოდება გააკეთა იაპონიის მთავრობამაც, ხოლო საფრანგეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ბრიტანეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩია.