თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად სოფელ თავასაში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშოები დაათვალიერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს "ჯეო ბილდი" ახორციელებს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებებზე პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა ცენტრიდან კაკაბოურამდე, თუზისა და ვარდიგორის სკოლების ეზოების რეაბილიტაცია, ჯგილათის საუბნო გზების მთის ქანით მოწყობა, ვარდიგორაში წყალსადენის სისტემისთვის მილებისა და ტუმბოს შეძენა, კაკაბოურსა და თავასაში გზის მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა განსაზღვრა.