ირანში, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ 71 წლის ამერიკელი ბიზნესმენი პეზა ტაგავი გაანთავისუფლეს. ამის შესახებ "CNN" ბიზნესმენის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, კალიფორნიელი ბიზნესმენი თეირანში 2008 წელის მაისში დააკავეს და მას ბრალად ადგილობრივი რადიკალური დაჯგუფებისთვის 200 დოლარის გადაცემა ედებოდა, თუმცა პეზა ტაგავი აცხადებდა, რომ ის უდანაშაულოა და ირანის ოპოზიციის წარმომადგენლებთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, თანხის გადაცემა მას ნაცნობმა ამერიკელმა სთხოვა.
ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით, ამერიკული მხარე 14 თვის განმავლობაში ცდილობდა დაკავებული ბიზნესმენის განთავისუფლებას დიპლომატიური გზებით. 2009 წელის სექტემბერში კი სახელმწოფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ საომარი დანაშაული ჩადენის საკითხებში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთა რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ტაგავის განთავისუფლებას ისახავდა.
"ჩვენ მივესალმებით პეზა ტაგავის განთავისუფლებას, რომელიც ირანში ევინის ციხეში იყო დაკავებული. იმედი გვაქვს, რომ კვირას იგი საკუთარ ოჯახთან იქნება უკვე", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნოელ კელიმ და აქვე დასძინა, რომ ობამას ადმინისტრაციას იმედი აქვს ირანის ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას და სხვა დაკავებულ ამერიკის მოქალაქეებსაც გაანთავისუფლებს.