"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში ექვსი პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 32 ათასი ლარი დაიხარჯება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების მოწყობა, მინი სტადიონის შემოღობვა, წყლის რეზერვუარისთვის ტუმბოს შეძენა, ბეტონის სანიაღვრე არხისა და ორ უბანში ბეტონით გზების მოწყობა განსაზღვრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ ფრიდონ კუტალაძესთან ერთად ფხალაძეების უბანში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშოები დაათვალიერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს "ჯეო ბილდი" ახორციელებს.