ისრაელის საჰაერო ძალებმა დღეს დილით ტერორისტების წინააღმდეგ იერიში განახორციელეს.
ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავმა "ტერორისტების ჯგუფი" მაშინ დაბომბა, როდესაც ისინი ჩრდილოეთ ღაზას ტერიტორიიდან საჰაერო რაკეტების სროლას აპირებდნენ.
ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა.
ისრაელის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა იერიშის შედეგად.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, საჰაერო შეტევის შედეგად ერთი პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა და 4 დაშავდა.