ჩინეთის მაღაროში დაღუპული ადამიანების რიცხვი 26-დე გაიზარდა.
მაშველები რამდენიმე დაკარგულ მაღაროელს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ჩინეთის შესაბამისი ოფიციალური პირების განცხადებით, შანსი იმისა, რომ მაღაროელები აფეთქებას ცოცხლად გადაურჩნენ, ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პროვინცია ხენიას ქალაქ იუნჯოუში ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
გაზის აფეთქების დროს მაღაროში 30 ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ადგილას სამძებრო-სამაშველო საქმიანობა მიმდინარეობს.