საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ქუჩებში სამ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.
საფრანგეთის პროფკავშირები მიუღებლად მიიჩნევენ რეფორმების ძირითად პრინციპებს, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდას ითვალისწინებს და გადაწყვეტილი აქვთ ხელისუფლებასთან მასობრივი მანისფეტაციებითა და გაფიცვებით იბრძოლოს.
ხელისუფლება თავის მხრივ არ აპირებს დათმოს საკუთარი პოზიციები.
პროფკავშირების განცხადებას მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ არ ეთანხმება პოლიცია, რომელიც მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობად 825 ათას ადამიანად ასახელებს და მიუთითებს, რომ მანიფესტანთა რაოდენობა სულ უფრო კლებულობს.
პარიზში გამართულ მანიფესტაციაში, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო, მონაწილეობა 50 ათასიდან (პოლიციის მონაცემები) 310 ათასმა ადამიანმა (პროფკავშირების მონაცემები) მიიღო მონაწილეობა.
პროფკავშირები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ შეურიგდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და გააგრძელონ საპროტესტო აქციები მისი პოლიტიკის წინააღმდეგ.
მორიგი საერთო ეროვნული გაფიცვა საფრანგეთში 19 ოქტომბერს იგეგმება.