2004 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით ერაყში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 77 ათასი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ეს ციფრი მოიცავს 63 ათას 185 სამოქალქო პირს და ერაყის უსაფრთხოების ძალების 13 ათას 754 მოსამსახურეს.
აღნიშნული მონაცემები ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის "ეროვნული უსართხოების არქვის" მოთხოვნის საფუძველზე გამოქვეყნდა.
Washington Post - ი აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ერაყის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გასულ წელს გამოქავეყნა მონაცმები სადაც აღნიშნულია, რომ დაღუპულთა რაოდენობა 85 ატას 694 ადამიანს შეადგენს.
ერაყის არასამთარობო ორგანიზაცია Iraq body count კი დაღუპულთა რაოდენობად 98 ათას 107 ადამიანს ასახელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ მოიცავს 2003 წლის მარტიდან დეკემბრამდე დაღუპულთა მონაცემებს.
მასალის გამოყენების პირობები