ოცი მაღაროელი დაიღუპა ჩინეთის პროვინცია ხენიას ქალაქ იუნჯოუში ერთ-ერთ მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.
გაზის აფეთქების დროს მაღაროში 30 ადამიანი იმყოფებოდა. 10 ადამიანის ბედი ამ დრომ დე უცნობია. აფეთქების ადგილას სამძებრო-სამაშველო საქმიანობა მიმდინარეობს.
Reuters-ის ინფორმაციით ეკვადორში ოქროს მომპოვებელი მაღარო ჩამოინგრა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბლოკირებული მაღაროელების ბედი ამ დრომდე უნცნობია.
მაღაროელები 150 მეტრს სიღრმეზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამაშველო საქმიანობას 50 მაშველი ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები