რუსეთის დედაქალქში, ქვეყნის მთავრობის სახლთან მოძრაობა "ობორონას" აქტივისტებმა არასანქცირებული აქცია გამართეს და "თეთრი სახლის" წინ გამოფინეს პლაკატი წარწერით "Путин, уходи!" ("პუტინ, წადი!").
მოძრაობის საიტი იტყობინება, რომ მათთვის აქციის გამართვაში ხელი არავის შეუშლია.
"გარკვეულწილად გაგვაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მთავრობის სახლთან აქციის გამართვისთვის ხელი არავის შეუშლია", _ ნათქვამია მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იქვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების ყველა ძალები დაუმორჩილებლების საპროტესტო აქციებისკენაა მიმართული, რომელებიც მოსკოვის ცენრალურ ქუჩებში და მოედნებზე იმართება.