დღეს, 16 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხეში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პურის ფესტივალს გახსნის. ფესტივალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ატარებს. ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნოს ადგილობრივი სხვადასხვა პროდუქტი. გაიმართება ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
"პურის ფესტივალი" ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენასა და წახალისებას", _ აცხადებენ სამინისტროში.