ხვალ ახალციხეში პურის ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის.
ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა" ატარებს.
ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ დააგემოვნოს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტი.
გაიმართება ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.