ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში 11 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღი გაშენდა, სადაც დასაქმებულია 30 ადამიანი.
მოსავალი გავა ექსპორტზე და ასევე, მოხდება მისი რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე.
პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის" და ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში განხორციელდა.