გერმანიაში 2010 წელს მილიარდელების რაოდენობა 99-დან 103-მდე გაიზარდა. ქვეყნის 100 უმდიდრესი ოჯახის ერთიანი ქონებრივი მოცულობა 0,6 პროცენტით გაიზარდა და 287,35 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ქვეყნის 2010 წლის ფედერალური ბიუჯეტის (320 მილიარდი ევრო) 90 პროცენტის ტოლფასია.
გერმანელი მილიარდელების სიაში პირველ ადგილზეა მაღაზიათა "სამხრეთის" ქსელის Aლდი შუედ დამფუძნებელი კარლ ალბრეხტი. მისი ქონება 17,1 მილიარდი ევროდ არის შეფასებული.
მეორე ადგილზეა კარლ ალბრეხტის ძმის ტეო ალბრეხტი მემკვიდრეეები, რომლებიც მაღაზიათა "ჩრდილოეთის" ქსელს ფლობენ. მათი ქონება 16 მილიარდი ევროა.
სუპერმარკეტების ქსელის Lიდლ-ის დამფუძნებლის დიტერ შვარცის ქონებამ 10,5 ევროს მიაღწია. გერმანიის ყველაზე მდიდარ ქალად კი სუზან კვატენი რჩება, რომელიც BMჭ-ს ერთ-ერთი ძირითადი აქციონერია. მისი ქონება 7,75 მილიარდი ევროა.
რაც შეეხება დანაკარგებს, გასულ წელს ყველაზე დიდი დანაკარგები ტეო ალბრეხტის მემკვიდრეებმა განცადეს. მათი ქონება 750 მილიონი ევროთი შემცირდა. პორშეს ოჯახმა კი 500 მილიონი ევრო დაკარგა, ხოლო კოსმეტიკური მაღაზიების ქსელის მფლობელმა შლეკერის ოჯახმა 750 მილიონი ევრო.