რუსულ არმიაში სამხედრო პოლიცია შეიქმნება. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა რუს კანონმდებლებთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ სოროკინი ავრცელებს.
"ნიკოლაი მაკაროვმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა რომ უკვე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რუსულ არმიაში სამხედრო პოლიციის შექმნის შესახებ, რომლის ფორმირებაც თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული დირექტივის მიხედვით მოხდება", _ აცხადებს სოროკინი და დასძენს, რომ მაკაროვმა კომიტეტის სხდომაზე სამხედრო პოლიციის შემადგენლობისა და მისი საშტატო სტრუქტურის რაოდენობაც დაასახელა.
"იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ამ სტრუქტურის შესახებ რაიმე სახის კონკრეტულ ციფრებს ვერ დავასახელებ", _ განაცხადა სოროკინმა.