გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ინფორმაციას "როსნეფტმა" პრესრელიზით გაავრცელა.
გერჰარდ შრედერი "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრისა და თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.
გერჰარდ შრედერი გერმანიის ფედერალურ მთავრობას 1998-2005 წლებში ედგა სათავეში.