საბერძნეთის პოლიციამ ათენის აკროპოლისთან მყოფი მომიტინგეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
მომიტინგეები პროტესტს დაგვიანებული ხელფასების გამო გამოთქვამდნენ.
საბერძნეთის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები თუ როგორ ესხმიან თავს პოლიციელები საბერძნეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს.
მომიტინგეებმა აკროპოლისი ოთხშაბათს დილით დაიკავეს. მათი მთავარი მოთხოვნა 2 წლის დაგვიანებული ხელფასის გაცემა იყო.
პოლიციამ გაარღვია ბარიკადები, რის შემდეგაც მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
მომიტინგეების განცხადებით, 31 ოქტომბერს კვლავ დაიკავებენ ტურისტებისთვის ყველაზე ცნობილ აკროპოლისს თუ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.