აშშ-მ თავისი ყველაზე უფრო მძლავრი თერმობირთვული ბომბების "ბე-53"-ის უტილიზაციას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ბირთვული უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახის შეიარაღების უტილიზაცია "Pantex"-ის საწარმოში მიმდინარეობს ტეხასის შტატში. ბირთვული უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე დონ კუკი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გამოცხადებულ მიზანს შეესაბამება "ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირებისა და მათი როლის შესახე აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში".
ამასთან ერთად არ კონკრეტდება რაოდენობა თერმობირთვული ბომბებისა, რომლებიც უტილიზაციას ექვემდებარებიან. აშშ-ს დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაცემებით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში 50 ასეთი ბომბი იმყოფება.
"ბე-53"-ის სიმძლავრე - 9 მეგატონია, ბომბის სიგრძე 3,8 მეტრია, დიამეტრი 1,3 მეტრი. მისი წონა 4 ტონაა. "ბე-53"-ის წარმოება 1962 დან 1965 წლამდე ხდებოდა.