ყაზახეთში მომხდარი ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რიან ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს ორი სამგზავრო ავტობუსი და ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ვლადიმერ ბიჟკოს განცხადებით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო წესების უხეში დარღვევა გახდა.
ინციდენტი კარაგონდინსკის მხარეში, საავტომობილო გზაზე "ალმა-ატა-ეკატერინბურგი" მოხდა. ერთმანეთს "სეტრას" მარკის ორი ავტობუსი (24 და 17 მგზავრით) "კამაზისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილებს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაიღუპა ავტობუსის 10 მგზავრი და "მერსედერსის" მარკის ავტომობილის მძღოლი.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.