სტოკჰოლმის აეროპორტში ავიაკომპანია "დელტას" თვითმფრინავმა ექსტრემალური დაშვება განახორციელა, რისი მიზეზიც მთვრალი რუსი მგზავრი გახდა.
როგორც "რია ნოვოსტის" სტოკჰოლმის აეროპორტის "არლანდის" პრესსპიკერმა ანდრეს ბრედფელმა განუცხადა, თვითმფრინავის იძულებული დაჯდომის გადაწყვეტილება ავიალაინერის პილოტმა მიიღო, რადგანაც ერთ-ერთი მგზავრი მთვრალი იყო და ხულიგნობდა.
ლაინერის დაჯდომისთანავე მთვრალი მგზავრი, 25-30 წლის რუსი ეროვნების მამაკაცი, შვედეთის პოლიციამ დააკავა.
თვითმფრინავი რეისს მოსკოვიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა.