ბათუმის მერია ეზოების კეთილმოწყობის პროგრამას ახორციელებს. საბინაო ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მაღლივი კორპუსების, ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაო ამ დროისთვის გიორგი ბრწყინვალის ქუჩა№52-სა და 54-ში მიმდინარეობს. კეთილმოწყობითი სამუშაოს მიმდინარეობით დღეს ქალაქის მერი რობერტ ჩხაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაინტერესდნენ.
პროგრამა ბათუმის მერიის სრული დაფინანსებით ხორციელდება. მოასფალტების გარდა, ეზოებში კეთილმოეწყობა სკვერები, ავტომანქანების სადგომები და საბავშვო ატრაქციონები.
ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "გზები" ახორციელებს, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული 60 ეზოდან 40-ზე მეტი უკვე დაასრულა.