თელავის 11 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პირველი ეტაპის სამუშაო უკვე დაწყებულია.
რეაბილიტაცია ჭონქაძის, გრიშაშვილის, ნონეშვილის, მელიქიშვილის, კვირიკე დიდის, ორაგუბის, ჯავახიშვილის, კორძაძის, საიათნოვას, დავით რექტორისა და სიდამონიძის ქუჩებზე განხორციელდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 623 000 ლარით აფინანსებს.
სამუშაოებს შპს "სერპანტინი" ასრულებს. ქუჩების რეაბილიტაცია 2011წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.