პოლიტიკური პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ხედავს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის წინააღმდეგი იქნება.
"მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა. მისი მაჟორიტარობის წინააღმდეგი ვიქნებოდი ერთმნიშვნელოვნად, თუ ეს ეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.