დღეს უკრაინაში გლოვის დღეა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. გაუქმებულია ყველა გასართობი ღონისძიება. ცვლილებებია შესული ტელე-რადიო მაუწყებლობის ბადეში.
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სამძიმრის წერილი გაუგზავანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა დნეპროპეტროვსკის ოლქში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში მომხდარი ავტოკატასტროფით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ. ქართველი ხალხი იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მხარეში ავტოკატასტროფა მოხდა. ავტობუსს მატარებელი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ავტობუსის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელმაც შუქნიშნის გამაფრთხილებელ ნიშნანს ყურადრება არ მიაქცია და რკინიგზის ხაზი მაშინ გადაკვეთა, როდესაც მატარებელი მიდიოდა.