საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სამძიმრის წერილი გაუგზავანა. სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა დნეპროპეტროვსკის ოლქში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში ამ დილით მომხდარი ავტოკატასტროფით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ. ქართველი ხალხი იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნატქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ავტოკატასტროფა დღეს მოხდა. ავტობუსს მატარებელი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ავტობუსის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელმაც შუქნიშნის გამაფრთხილებელ ნიშნანს ყურადრება არ მიაქცია და რკინიგზის ხაზი მაშინ გადაკვეთა, როდესაც მატარებელი მიდიოდა.