ამერიკელი კონგრესმენი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ადამი კინზინგერი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას მიკრობლოგ "ტვიტერში" ეხმიანება.
"ეს შესანიშნავი ნათქვამია. აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ", - დაწერა კინზინგერმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც დიალოგის ორივე მხარეს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.
ფასილიტატორების განცხადებით, შეთანხმება ორნაწილიანია: ერთი სააჩევნო სისტემაზეა, მეორე იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.