ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" იემენის განყოფილებამ გამოაქვეყნა სასარგებლო რჩევების ნუსხა, იმის შესახებ თუ როგორ ჯობია ამერიკელების მოკვლა.
"ვაშინგტონის ნებისმიერ რესტორანში მოწყობილი აფეთქება, სადილის დროს სამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელს გამოიყვანს მწყობრიდან", _ ნათქვამია სტატიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შემსწავლელ ორგანიზაციაზე SITE Intelligence Group"--ზე დაყრდნობით, "The Daily Telegraph"-ი ავრცელებს.
ჟურნალში ასევე არის სტატია სახელწოდებით "უკანასკნელი ცელი". მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს "პიკაპი"-ს ტიპის ავტომობილი გამოყენებული "ცელად, მაგრამ არა იმისათვის, რომ ბალახი მოცელო, არამედ იმისათვის, რომ ალაჰის მტრები მოცელო". იქ განმარტებულია: "მაქსიმალური სიჩქარის შენარჩუნებით, საჭის ფლობა არ უნდა დაკარგოთ, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოცელოთ".
ამას გარდა, ამერიკელი სამირ ხანი სტატიაში ყვება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ის - ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ტერორისტების ვირტუალური მიმდევარი ნამდვილი ტერორისტი იემენში. სტატიის სათაურია "ვამაყობ იმით, რომ ვუღალატე ამერიკას".
აღსანიშნავია, რომ ჟურნალის პირველივე ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია იმის შესახებ თუ "როგორ უნდა მომზადდეს ბომბი დედიკოს სამზარეულოში".
"თქვენ ჯერ კიდევ არც არაფერი არ გინახავთ", _ იმუქრება რედაქცია სტატიის ბოლოს.