ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი ნუ გამოცდიან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთმინებას, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს შეასრულოს ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმდა.
"ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი ნუ გამოცდიან საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოთმინებას და შეასრულონ ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების არსებობბას საქართველოში ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ შეთანხმებას პატივი სცეს "ქართულმა ოცნებამ“, თქვა ბუაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მიმართა და გაასაჯაროონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსი. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო და იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებს სპეკულირებისთვის. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ „მიღებული შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს“.