ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მდგომარეობა თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად სჭირდება, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს. არაეპიდემოლოგიური მოცემულობისას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იქნება ივანიშვილის მცდელობა შეზღუდოს შეკრების თავისუფლება, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და გააკონტროლოს ყველაფერი უფრო მარტივად, ვიდრე ამას აკეთებდა მანამდე“, - განაცხა ბოკუჩავამ.
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათია გამოცხადებული.