ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს ვერტმფრენი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი და დაჭრილია ათი.
მრავალეროვანი სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვერტმფრენი დაშვებისას აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ამჟამად დგინდება.
არ ხმაურდება გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ეროვნება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვერტმფრენში 26 ადამიანი იმყოფებოდა.
ეს ადამიანები სამოქალაქო პირები არიან თუ სამხედროები ინფორმაცია არც ამის შესახებ ვრცელდება.