პოლონეთის სამხრეთში, დედაქალაქ ვარშავადან 80 კილომეტრის მოშორებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანისა და მინიბუსის შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. საავადმყოფოში მოთავსებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მინიბუსის მძღოლის დაუდევრობა გახდა. პოლიცია ასევე საუბრობს ძლიერ ნისლზე, რამაც სავარაუდოდ ავტოკატასტროფა გამოიწვია.