პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომადის რაიონში ისლამელმა ექსტრემისტებმა სამი საჯარო სკოლა ააფეთქეს. პაკისტანის შს სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები არ დაზარალებულან, ვინაიდან ტერორისტებმა ადრევე გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა იმის შესახებ, რომ სკოლების აფეთქებას აპირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ადგილობრივმა ისლამურმა ექსტრემისტებმა მხოლოდ მომადის რაიონში 50-ზე მეტი სკოლა გაანადგურეს. ყოველივე ამას ისინი სამოქალაქო განათლების ბრძოლასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში აკეთებენ. ანალოგიური სიტუაციაა პაკისტანის სხვა რაიონებში.