საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.