საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქ. გორში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნა.
ტურნირში მონაწილეობს 25 გუნდი, მათ შორის გორის 16 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან, ასევე პროკურატურის, პოლიციის, პატრულის, პრობაციის სამსახურის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
ტურნირი ორი კვირა გაგრძელდება. ფინალური მატჩი 23 ოქტომბერს გაიმართება. პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წევრებს მედლები და სიგელები გადაეცემათ, შეჯიბრების ჩემპიონები კი გარდამავალი თასით დაჯილდოვდებიან.
სპორტული ღონისძიება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში გამოაცხადა დევიზით _ `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ".