დღეს, 9 სექტემბერს, 12:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, ასევე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მხარდაჭერით დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა. მონაწილეობას მიიღებენ ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ესტრადის მომღერლები.
დღესასწაულზე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, საბრძოლო ნიმუშებს ხელოვნებას ხრიდოლი წამრმოადგენს. მოეწყობა დოღი.