ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.
დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 24 პირი რჩება. მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ჰყავს ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება.