ხვალ, 9 ოქტომბერს, ახმეტაში ბიძინაობა-2010 გაიმართება.
დღესასწაული ბახტრიონის აჯანყების 351-ე წლისთავს ეძღვნება. ზეიმი ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოეწყობა.
ღონისძიებაზე თექების, გობელენების, სუვენირების, თიხის ნაწარმის,თუშური ჩითების და წინდების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
ბიძინაობას კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაესწრება.
დღესასწაულზე მოწვეულები არიან აშშ-ის, იაპონიის, ჩეხეთის, პლონეთის,ლატვიის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების საელჩოები.
საღამოს დაასრულებს კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით.