დღეიდან ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სამი თვით გადაიკეტება. აბუსერიძის ქუჩის მარჯვენა სავალის ნაწილის გადაკეტვა წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოს გამო მოხდა.
სამუშაოს ფარგლებში გამოიცვლება წყლისა და კანალიზაციის როგორც მაგისტრალური, ასევე სამომხმარებლო ქსელი.
სამუშაოს ავსტრიული კომპანია "შტრაბაკი" და თურქული კომპანია "ეჯიტაში" აწარმოებენ.
პარალელურად ხდება გაზის გაყვანაც.