როტერდამის ერასმუსის სამედიცინო ცენტრისა და უტრეხტის უნივერსისიტეტის მეცნიერთა ათკაციანი გუნდი აცხადებს, რომ მათ აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომლებსაც ახალი კორონავირუსის დამარცხება შეუძლიათ. იუწყება ადგილობრივი მედია.
ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს კორონავირუსის ანტივირუსული მედიკამენტის დამზადების დაჩქარებას.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ანტისხეულები ორგანიზმში ვირუსს "ანეიტრალებენ" და იძლევიან შესაძლებლობას დამზადდესმ სამკურნალო საშუალება.
ამ ეტაპზე, აღმოჩენა სამეცნიერო დაკვირვების ქვეშ იმყოფება გამოცდა ადამიანზე არ ჩატარებულა, რასაც თვეები სჭირდება.
ეს მეცნიერები ადრე მუშაობდნენ ვირუსი Sars1-ის ანტისხეულებზე და მათ განაცხადეს, რომ იგივე ანტისხეულებმა დაბლოკეს კრონავირუსი.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ ფარმაცევტულ კომპანიას, ხელი შეუწყონ მედიკამენტის მასობრივ წარმოებას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.
კორონავირუსის ვაქცინის დამზადებას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.