ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, ასევე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მხარდაჭერით 2010 წლის 9 ოქტომბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა. დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში 12.00 საათზე დაიწყება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ესტრადის მომღერლები.
დღესასწაულზე საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, საბრძოლო ნიმუშებს ხელოვნებას ხრიდოლი წამრმოადგენს. Mმოეწყობა დოღი.