ხვალ, 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - შვეიცარიელი ჰანს იორგ ვირცი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეტა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდება.
ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - შვეიცარიელი ჰანს იორგ ვირცი საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია.
ვირცი ევროპის ფედერაციის კიდევ ერთ წარმომადგენელ და ჩეხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კარელ პილნისთან ერთად, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ახალ ოფისში, ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელებს შეხვდა.
ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტისას "ეროვნულ" სტადიონსა და დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს მოინახულებს.
"მიხარია თქვეთან ერთად ყოფნა. მძლეოსნობის ფედერაციას მივულოცავ ახალ ოფისს. მართლაც სასიამოვნოა ასეთ გარემოში მუშაობა. ევროპაში ყველას არ აქვს ასეთი ოფისი. ვიცი, რომ საქართველოში არის პრობლემები, ისევე როგორც მთლიანად მძლეოსნობაში. სწორედ ამიტომ ჩამოვედი, რომ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ და დავანახოთ სპორტულ საზოგადოებას, რომ მძლეოსნობა სპორტის მნიშვნელოვანი სახეობაა.
ლადო ვარძელაშვილისა და ჰანს იორგ ვირცის შეხვედრა 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება, 12:00 საათზე კი შვეიცარიელი სტუმარი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ეწვევა", - განაცხადა ვორცმა.
ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების საორგანიზაციო კამპანიას უკავშირდება.