კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პაკისტანში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.
პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრის ზაფარ მირზას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი მგზავრი იმყოფებოდა ირანში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაადასტურეს საბერძნეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბრაზილიამ.